ვლადიმერ პუტინის „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრების შესახებ საუბარი ნაადრევია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ამის შესახებ საუბარი ნაადრევია. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის“, - განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, მოსკოვი ვაშინგტონის მიერ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიწვევას მიესალმება.
„ჩვენ ამ მიწვევას ვაფასებთ“, - აღნიშნა პესკოვმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ აშშ-მა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიიწვია.