გაიოზ ჩარკვიანი გენპროკურორთან შეხვედრის შემდეგ - შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და მათ მივაწვდით ინფორმაციას, სად რა არის, რომ ახლებურად განიხილონ საქმე - აქედან გამომდინარე, რისთვის უნდა ვიჯდე და ვიშიმშილო?! მივაღწიეთ შედეგს, რაც ცოტა უფრო ადრე უნდა დამდგარიყო

მივაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც უნდა დამდგარიყო ცოტა უფრო ადრე. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, ვფიქრობ, უახლოეს ხანებში უნდა იქნეს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, - ამის შესახებ კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ გაიოზ ჩარკვიანმა, გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ის პროკურატურასთან პროტესტს წყვეტს და სამუშაო ჯგუფს დაეხმარება შესაბამისი ინფორმაციის მოძიებაში.

„შეიქმნება სამუშაო ჯგუფი. ამ სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით ძალიან ბევრია ნამუშევარი ჩემი და ჩემი კოლეგების მიერ, ასევე პროკურატურის მხრიდანაც. ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანებში უნდა იქნეს გადაწყვეტილება.

თუ კი ამ საქმესთან დაკავშირებით ახალი მტკიცებულება არ დაემატა, გავლილი არის ეს თემა. ჩვენ პროფესიონალი იურისტები ვართ და კარგად ვიცით, უფრო მეტიც, ზედმიწევნით კარგად ვიცით, სად რა დევს. აქედან გამომდინარე, პროკურატურასაც შევუწყობთ ხელს.

საბჭოს წევრებს, ვინც იქ იქნებიან, მივაწვდით ინფორმაციას, რომ შესაბამისად, ახლებურად განიხილონ საქმე და მივაწვდით წერტილოვნად, სად რა არის განსახილველი, რათა 20 ტომის საქმის თავიდან წაკითხვა მართლა არ მოუწიოთ.

ადამიანი ხისთავიანი უნდა იყოს, რომ შეწყვიტოს ეს საქმე და გააგრძელოს აქცია. შეიქმნა საბჭო, ადვოკატთა კოლეგიით. აქედან გამომდინარე, რაღაზე უნდა ვიჯდე და რაღაზე უნდა ვიშიმშილო?! იმ ბრალდებულებს ხომ შევუწყობ ხელს, მე თვითონ რომ დავიზიანო ჩემი ჯანმრთელობა?!

მივაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც უნდა დამდგარიყო ცოტა უფრო ადრე. უფრო ადრე უნდა მომხდარიყო შეხვედრა“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა პროკურატურასთან განცხადება დილითაც გააკეთა და განაცხადა, რომ ის სამართლიანობის აღდგენას ითხოვს.

ჩარკვიანის განცხადებას მოგვიანებით, საქართველოს პროკურატურა გამოეხმაურა და განმარტა, რომ „ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2021 წლის 8 ოქტომბერს, ვახტანგ ჩარკვიანის მამის, გაიოზ ჩარკვიანის განცხადების საფუძველზე დაიწყო და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა 3 პირის მიმართ განახორციელა“.

20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა. ოჯახი ჩარკვიანის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა