დონალდ ტრამპის განცხადებით, სი ძინპინთან მოლაპარაკებების მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტი იქნება.
„სუპერინტელექტი (SI) განხილვის მთავარი თემა იქნება, მაგრამ მსურს ეს ზუსტად ისე დავტოვო, როგორც არის“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, „ჩინეთის პოზიციაც ეს არის“.
„ჩვენი დამცავი მექანიზმი იუსტიციის დეპარტამენტია“, - აცხადებს ტრამპი.
ცნობისთვის, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ოფიციალურ ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. სი ძინპინსა და მის მეუღლეს დონალდ და მელანია ტრამპები მერილენდში, ენდრიუსის გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე დახვდნენ.