ელენე ხოშტარია - პაპუაშვილის ვიზიტი უკავშირდება არა ევროკავშირთან დალაგების სურვილს, არამედ ესკალაციის მომზადებას - ორი ამოცანა აქვთ: ევროკავშირთან ურთიერთობის შეწყვეტა დაჰბრალდეს ევროკავშირს და არ მიიღონ პროტესტი

პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი უკავშირდება არა ევროკავშირთან რაიმე დალაგების სურვილს, არამედ ეს არის ესკალაციის მომზადება - ნათელია, რომ მათ ორი ამოცანა აქვთ: ევროკავშირთან ურთიერთობის შეწყვეტა, დაჰბრალდეს ევროკავშირს და ხალხისგან, მათ შორის, საკუთარი ამომრჩევლისგან არ მიიღონ პროტესტი,- ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარიას სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ხოშტარია წერს, ამ შემოდგომას დიდი ანტი-რუსული აქცია გარდაუვალია.

„პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი უკავშირდება არა ევროკავშირთან რაიმე დალაგების სურვილს, არამედ ეს არის ესკალაციის მომზადება.

ნათელია, რომ მათ ორი ამოცანა აქვთ: ევროკავშირთან ურთიერთობის შეწყვეტა დაჰბრალდეს ევროკავშირს და ხალხისგან, მათ შორის, საკუთარი ამომრჩევლისგან არ მიიღონ პროტესტი.

აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მერე ჩამოვიდნენ და თქვან, აი, ყველაფერი გავაკეთეთ. რაც მთავარია, დარწმუნებული ვარ, რომ მათ იციან, ევროკავშირიდან ამ შემოდგომაზე იქნება სერიოზული გადაწყვეტილებები, რასაც ხალხის უკმაყოფილება მოჰყვება.

ამიტომ, ესეც, ერთი მხრივ, „ქართული ოცნების“ ცუდ დღეში ყოფნის მაჩვენებელია და, მეორე მხრივ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ, საზოგადოება, არ მოვექცეთ მათი მანიპულაციის და ხრიკების გავლენის ქვეშ და ვიყოთ მზად ამ ესკალაციის ეტაპისთვის. ვიყოთ მზად, როგორც ევროკავშირის გადაწყვეტილებებისთვის, ასევე „ოცნების“ პროპაგანდისტული, ტყუილზე დაფუძნებული მოქმედებებისთვის და შესაძლოა, რეპრესიების გამკაცრებისთვისაც.

მზადყოფნა ნიშნავს, წინასწარ, ყველა საპროტესტო ჯგუფის კომუნიკაციას გარკვეული სცენარების განსახილველად. კომუნიკაცია, როგორც ოპოზიციურ, ისე აქტივისტურ და საზოგადოებრივ ჯგუფებთან. აუცილებელია სხვადასხვა ვარიანტის განხილვა და ქმედებების დაგეგმვა.

ამ შემოდგომას დიდი ანტი-რუსული აქცია არის გარდაუვალი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რუსეთისთვის საჩვენებლად“,- წერს ხოშტარია.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა