ზაზა ვაშაყმაძე ინდოეთის ელჩს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე დღეს საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ამით კუმარ მიშრას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის ძირითადი თემები საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, რელიგიური მრავალფეროვნების, რელიგიის თავისუფლების დაცვის, ტოლერანტული გარემოს ხელშესაწყობად განხორციელებული პროექტები, ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობა, სააგენტოს ფუნქციები, მიზნები და ამოცანები იყო.

„თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში არსებულ ვითარებაზე, კერძოდ, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. ზაზა ვაშაყმაძის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ირღვევა ადამიანთა რელიგიური უფლებები, მათ არ აქვთ რელიგიური მსახურების მიღების, გადაადგილების, განათლების უფლება.

ელჩმა ამით კუმარ მიშრამ მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს გულთბილი მიღების გამო და აღნიშნა, რომ საელჩო აქტიურად ითანამშრომლებს რელიგიის სააგენტოსთან.

შეხვედრის დასასრულს, სტუმარს გადაეცა სააგენტოს გამოცემები - „რელიგიები საქართველოში“, „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“ და „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“ გადასცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა