მარტა კოსი - გადაწყვეტილება მივიღეთ სომხური პროდუქციის 80% ევროკავშირში ტარიფების გარეშე დავუშვათ, ეს ჩვენი პასუხია რუსეთისთვის, რომელმაც ბაზარი დახურა სომეხი მწარმოებლებისა და ფერმერებისთვის

ევროკავშირი სომხური პროდუქციის 80%-ს ტარიფების გარეშე დაუშვებს. ამის შესახებ განცხადებას გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი ავრცელებს.

ევროკომისარი უსვამს ხაზს, რომ ევროკავშირი კვლავაც მტკიცედ დაუჭერს მხარს სომხეთის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი

“დღეს გადაწყვეტილება მივიღეთ სომხური პროდუქციის 80% ევროკავშირში ტარიფების გარეშე დავუშვათ.

ეს ჩვენი პასუხია რუსეთისთვის, რომელმაც თავისი ბაზარი დახურა სომეხი მწარმოებლებისა და ფერმერებისთვის მას შემდეგ, რაც სომხეთმა ევროპასთან დაახლოებაზე დემოკრატიული არჩევანი გააკეთა.

ევროკავშირი კვლავაც მტკიცედ დაუჭერს მხარს სომხეთის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი”, - წერს კოსი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა