მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ასახელებს საკითხებს, რაზეც პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ისაუბრებს

სულ რამდენიმე საათში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით წარდგება გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა იმ სამ მიმართულებაზე, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს.

„პირველი არის დეოკუპაცია, რომელიც გახლავთ ქვეყნის მთავარი გამოწვევა უსაფრთხოების მიმართულებით და აღინიშნება, რომ დეოკუპაცია, ტერიტორიების დაბრუნება უნდა მოხდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით, დიპლომატიის გამოყენებით. ასევე, ხაზი გაესმება ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობას ამ მიმართულებით და ამ თვალსაზრისით. პრემიერს ექნება ასევე საუბარი ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში არის 9.3% და არის რეგიონში უპრეცედენტო, ყველაზე მაღალი. პრემიერი ისაუბრებს იმ სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებმაც უნდა გააძლიეროს ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქცია. ასევე, ის შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას, რომელიც სუვერენიტეტის პატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო და შესაბამისად, პრემიერი ხაზს გაუსვამს, რომ ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ აბსოლუტურად ყველასთან თუკი ეს თანამშრომლობა იქნება სწორედ ამ პრინციპზე დაფუძნებული", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა