დონალდ ტუსკი - რუსეთი კვლავ თავს დაესხა უკრაინა-პოლონეთის საზღვრის მახლობლად, ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ევაკუაცია მოვახდინეთ

რუსეთის დარტყმების გამო, პოლონეთმა უკრაინასთან საზღვარზე ორი გამშვები პუნქტის ევაკუაცია მოახდინა.

ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვარშავაში ბულგარელ კოლეგა, რუმენ რადევთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“რუსეთი კვლავ თავს დაესხა უკრაინა-პოლონეთის საზღვარის მახლობლად, და ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ევაკუაცია მოვახდინეთ”, - განაცხადა ტუსკმა.

არსებული ინფორმაციით, ჰრუბიეჟუვისა და დოროჰუსკის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები ნახევარი საათით იყო დახურული.

24 სექტემბერს დილით სამთავრობო უსაფრთხოების ცენტრმა პოლონეთის პოდკარპატიისა და ლუბლინის რეგიონების მაცხოვრებლებს უკრაინაზე რუსული თავდასხმის შესახებ ორი შეტყობინება გაუგზავნა. პოლონეთის საჰაერო სივრცეში სამხედრო ავიაციაც მოქმედებდა.

“ეს ჩვენი დროის ტრაგედიაა, ვინაიდან პირველად არ ხდება, როდესაც აქ, ვარშავაში, ჩვენს ერთ-ერთ პარტნიორს ვესაუბრები და განვიხილავ რუსეთის აგრესიულ ქცევას და პრობლემებს, რომლებსაც ის პოლონეთისთვის წარმოადგენს, რუსები სწორედ ამ მომენტში იწყებენ ამის დადასტურებას. მაშინ, როდესაც ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობთ, უკრაინას კიდევ ერთხელ თავს დაესხნენ პოლონეთის საზღვართან მახლობლად, და კიდევ ერთხელ მოგვიწია ჰრუბიეჟუვსა და დოროჰუსკში სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ევაკუაცია”, - განაცხადა ტუსკმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა