სიმონ ჯანაშია - სკოლებთან დაკავშირებით სინამდვილეში საქმე გვაქვს უპასუხისმგებლობასთან, არაკომპეტენტურობასთან და კორუფციასთან, ეს ყველაფერი კი სადღეგრძელოების ფონზე ხდება

21-ე სკოლაში ხდება იგივე, რაც ხდება კიდევ ათზე მეტ სკოლაში - საქმე გვაქვს ერთი მხრივ უპასუხისმგებლობასთან, მეორე მხრივ, არაკომპეტენტურობასთან და მესამე მხრივ, კორუფციასთან და ეს ყველაფერი ხდება სადღეგრძელოების ფონზე, - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სიმონ ჯანაშიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

სიმონ ჯანაშიას თქმით, კორუფცია ჩანს იქიდან, რომ სამშენებლო კომპანიების ნაწილი, რომელთანაც კონტრაქტი უნდა გაფორმდეს სკოლების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე, „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან.

„ამ სკოლაში ხდება იგივე, რაც ხდება ათზე მეტ სკოლაში წელს. დღეს მიდიოდა პროტესტი სოფელ მისაქციელის სკოლაშიც, ის აუცილებლად დაინგრევა. არის პრობლემა წყალტუბოს მეორე სკოლაშიც, ველისციხეშიც, წალენჯიხის რაიონშიც, ხაშურის მეხუთე სკოლაშიც. არის სკოლები, რომლებიც სხვა სკოლებში არიან შეხიზნულები და სწავლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში იქ გაიგეს, რომ უნდა გამოვიდნენ თურმე და გადანაწილდნენ სხვა სკოლებში. სინამდვილეში საქმე გვაქვს ერთი მხრივ, უპასუხისმგებლობასთან, მეორე მხრივ, არაკომპეტენტურობასთან და მესამე მხრივ, კორუფციასთან და ეს ყველაფერი ხდება სადღეგრძელოების ფონზე.

21-ე სკოლა კარგი მაგალითია იმისთვის, რომ განვაზოგადოთ სხვებზე. ექსპერტი 2025 წლის, იყო 10 დეკემბერს მისული, 10 დეკემბრიდან 10 სექტემბრამდე წერდა დასკვნას, რომელიც რეალურად არის დაწერილი ერთი დათვალიერებით. განათლების სამინისტრო ამბობს, რომ ჩვენ რა შუაში ვართ, ეს გააგზავნა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ. არ მოუკითხავთ, სად იყო ეს დასკვნა, ეს არის უპასუხისმგებლობა, ხოლო არაკომპეტენტურობა იმაშია, რომ განათლების სამინისტრო ამბობს, ჩვენ ოთხასი სკოლის სია გადავეცით ინფრასტრუქტურის სამინისტროსო, ოთხას სკოლაზე მოსთხოვეს ერთდროულად დასკვნის გაკეთება, შესაბამისად არ იყო მოულოდნელი, რომ გაწელილიყო ეს პროცესი.

რატომ ოთხას სკოლაზე? აქ უკვე შეიძლება კორუფცია ვეძებოთ. სამი წლის წინ, სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია გადასცეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ამ პერიოდში, თვეების განმავლობაში, გაჩერებული იყო ყველა სამუშაო, ერთი უწყებიდან მეორეზე კონტრაქტების გადატანა ხდებოდა. ამ დროს დაზარალდნენ მშენებლები. იმისთვის, რომ მშენებლებს აუნაზღაურო ზარალი, განათლების სამინისტროს დაკვეთით ინფრასტრუქტურის სამინისტრო აძლევს ახალ კონტრაქტებს. იმისთვის, რომ ახალი კონტრაქტები მისცეს, უნდა შეისწავლოს ჯერ სკოლები და მერე გამოაცხადოს ტენდერი. მაგრამ ეს ახალი კონტრაქტები უნდა მისცეს იმდენად ბევრი, რომ აანაზღაუროს ის ზარალი, რომელიც მანამდე აქვს მიღებული კომპანიებს. აქ გვაქვს პირამიდის მსგავსი პრობლემა. კორუფცია არის იქ, რომ ამ კომპანიების ნაწილი არის „ქართული ოცნების“ შემომწირველი. რაც უფრო მეტ სკოლას დაანგრევენ ერთდროულად, რაც უფრო მეტ სკოლაზე გააფორმებენ კონტრაქტს სამშენებლო კომპანიებთან, მით უფრო მეტი ფული შევა იმ კომპანიებში, რომლებიც არიან „ქართული ოცნების“ შემომწირველი“, - განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა