27 სექტემბერს თბილისში მსვლელობა - „ აფხაზეთი საქართველოა, დიდება გმირებს“ - გაიმართება

27 სექტემბერს თბილისში მარში - „ აფხაზეთი საქართველოა, დიდება გმირებს“ გაიმართება.

როგორც სოციალურ ქსელში ორგანიზატორები ავრცელებენ ინფორმაციას, მარშის მონაწილეები 27 სექტემბერს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბებიან და მსვლელობით გმირთა მემორიალთან მივლენ, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად.

„27 სექტემბერი სოხუმის აღების დღეა - დღე, რომელიც შეგვახსენებს, ვინ არის საქართველოს საუკუნოვანი მტერი, რომელმაც 1992 წელს ქართული სახელმწიფოებრიობის ჩანასახშივე გასანადგურებლად აფხაზეთში 1 - წლიანი სისხლიანი ომი წამოიწყო და ქართველებს გენოციდი მოგვიწყო.

საქართველოს დღესაც იგივე მტერი ჰყავს, თუმცა ამავდროულად ქვეყანას ამ მტრის ბუნებრივი მოკავშირე, ივანიშვილის რეჟიმი მართავს, რომელიც ცდილობს საქართველოს უახლესი ისტორია გადაწეროს, მტერი და მოყვარე ერთმანეთში აგვირიოს, საზოგადოების დემორალიზებასა და დეზორიენტირებას მიაღწიოს, ქვეყანას მოკავშირეები ჩამოაშოროს და 90-იანი წლების მსგავსად, საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო დატოვოს.

ამ ომში დაღუპული გმირებისა და გენოციდის მსხვერპლთა წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ ხსოვნა არ არის.

მათი მსხვერპლი გვავალდებულებს, არ მივცეთ რუსეთს სისხლიანი ომიდან 33 წლის თავზე ვასალი რეჟიმის გამოყენებით თავისი ამოცანების შესრულების, საქართველოს ბუნებრივი წიაღიდან, თავისუფალი სამყაროდან ჩამოშორების და ჩვენი სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის განადგურების შესაძლებლობა.

საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად, ჩვენი მტრის მოკავშირე რეჟიმი ძალაუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ, ქვეყნის შიგნით მტრის ინფილტრაცია გავანეიტრალოთ, თავდაცვისუნარიანობა გავაძლიეროთ, ძლიერი მოკავშირეები შევიძინოთ და თავისუფალ სამყაროში სრულფასოვანი ინტეგრაციით ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ.

დიდება გმირებს! აფხაზეთი საქართველოა! რუსეთი მტერია!“, - წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა