ემანუელ მაკრონი - რუსეთი ევროპას უკრაინის სტრატეგიულ სიღრმედ განიხილავს, წლებია თავდასხმის ქვეშ ვართ ყველა ფრონტზე, ბოლო კვირების განმავლობაში დაძაბულობა იზრდება

ის, რაც ლაიფციგის აეროპორტში მოხდა, საფრანგეთშიც შეიძლება მოხდეს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა.

როდესაც მას გერმანიის ლაფიციგის აეროპორტში მომხდარ თავდასხმაზე ჰკითხეს, მაკრონმა უპასუხა, რომ საფრანგეთში მსგავსი თავდასხმები არ ყოფილა, მაგრამ “ეს შეიძლება მოხდეს”.

“პასუხია კი. რუსეთი ევროპას უკრაინის სტრატეგიულ სიღრმედ განიხილავს. წლებია თავდასხმის ქვეშ ვართ ყველა ფრონტზე. ბოლო კვირების განმავლობაში დაძაბულობა იზრდება”, - განაცხადა მაკრონმა. მას ასევე ჰკითხეს გამოცემა El Mundo-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითოს ამერიკულმა CIA-მ გაფრთხილება გაავრცელა რუსული დრონებით თავდასხმის შესაძლებლობაზე, კერძოდ საფრანგეთის წინააღმდეგ.

“ამ ინფორმაციის უარყოფა შეგვიძლია. CIA-ს არ შეუტყობინებია ფრანგული სპეცსამსახურები ასეთი თავდასხმის შესახებ”, - განაცხადა მაკრონმა და აღნიშნა, რომ “ვითარება სულ უფრო იძაბება და ეს აღელვებას იწვევს”.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა