ირაკლი კობახიძე - ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება ძალის გამოყენებით შეუძლებელია, ის დიალოგს, ურთიერთგაგებას და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს

ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება ძალის გამოყენებით შეუძლებელია, ის დიალოგს, ურთიერთგაგებას და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობის შენარჩუნება და საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცება კვლავაც უმთავრეს პრიორიტეტებად რჩება.

„ჩემთვის დიდი პატივია ამ ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლა საქართველოს სახელით - ქვეყნისა, რომლის იდენტობაც საუკუნოვანი ისტორიით, გამძლეობით და ცვალებად სამყაროსთან ურთიერთქმედების გზით ყალიბდებოდა. ჩვენ დღეს აქ ვიკრიბებით იმ დროს, როცა საერთაშორისო ვითარება მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განვითარებული მოვლენები ამჟამინდელ მდგომარეობას გამოწვევის წინაშე აყენებს და საერთაშორისო წესრიგის მომავალთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს აჩენს. ამ ვითარებაში მშვიდობის შენარჩუნება და საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცება კვლავაც უმთავრეს პრიორიტეტებად რჩება.გლობალურ დონეზე მზარდი გამოწვევების ფონზე, კოორდინირებული რეაგირება საერთო დაბრკოლებებზე, კონფლიქტების პრევენცია და მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგში დასახული მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებით და ერთობლივ ქმედებაზე საერთო პასუხისმგებლობის აღებით. ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება ძალის გამოყენებით შეუძლებელია; ის დიალოგს, ურთიერთგაგებას და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს“, - განაცხადა პრემიერმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა