ბენიამიმ ნეთანიაჰუ რეჯეფ თაიფ ერდოღანზე - ის ტირანია, ყოველდღე ისრაელის განადგურების მოწოდებით გამოდის

ჩვენ გავიმარჯვებთ - სხვა არჩევანი არ გვაქვს, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ირანში, ღაზასა და ახლო აღმოსავლეთის სხვა რეგიონებში ისრაელის სამხედრო კამპანიებზე ისაუბრა.

„ისრაელს - პაწაწინა ისრაელს - კოლონიალიზმში ადანაშაულებენ; ვინ გვადანაშაულებს? მათ შორის არიან ადამიანები ბრიტანეთსა და საფრანგეთში. ღვთის გულისთვის, სწორედ მათ გამოიგონეს ეს ტერმინი“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მან მწვავედ გააკრიტიკა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი. ნეთანიაჰუს თქმით, ერდოღანი „ტირანია“, რომელმაც ათასობით ქურთი მოკლა, უკანონოდ ოკუპირებული აქვს კვიპროსის ჩრდილოეთი ნაწილი, ემუქრება საბერძნეთს და ჟურნალისტებს აპატიმრებს.

„ის ყოველდღიურად ისრაელის განადგურების მოწოდებით გამოდის. აცხადებს, რომ იერუსალიმის მმართველი გახდება. არა, ბატონო, ვერ გახდებით. ეს ჩვენი ქალაქია“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ამასთან, მან აშშ-ისა და ისრაელის მიერ თეირანის წინააღმდეგ თებერვალში ერთობლივად განხორციელებულ საჰაერო დარტყმებზეც ისაუბრა და მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაბედული ლიდერობისთვის.

„ისრაელმა და ამერიკამ ერთად იმოქმედეს არა მხოლოდ საკუთარი თავის დასაცავად, არამედ ცივილიზაციის გადასარჩენად“, - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლის დაწყებისას ათობით დელეგატი, პროტესტის ნიშნად, დარბაზიდან გავიდა. საპასუხოდ ისრაელის პრემიერმა განაცხადა: „თუ დარბაზში კიდევ არიან მორალურად ლაჩრები, რომლებსაც ჯერ კიდევ არ გასულან, გთხოვთ, ახლავე გააკეთოთ ეს“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა