ირანის პრეზიდენტი - გვსურს, ამერიკელები ურთიერთგაგების მემორანდუმს შუალედურ არჩევნებამდე დაუბრუნდნენ

ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, მისი მთავრობა მზადაა, აშშ-თან ომის დასასრულების შესახებ შეთანხმებას ნოემბერში, აშშ-ში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებამდე მიაღწიოს.

„არ გვსურს ეს შუალედურ არჩევნებამდე მივიდეს. გვსურს, ამერიკელები შუალედურ არჩევნებამდე დაუბრუნდნენ ურთიერთგაგების მემორანდუმს“, - აღნიშნა მასუდ პეზეშკიანმა მედიასაშუალებებთან გამართულ ხანმოკლე შეხვედრაზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა.

საუბარია აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებულ დოკუმენტზე, რომელიც დროებითი ზავის გეგმას ითვალისწინებდა. აღნიშნული შეთანხმება, რომელიც ივნისში გაფორმდა, საბოლოოდ ჩაიშალა.

ირანის პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტირებისას, თეთრი სახლის პრესსპიკერმა ანა კელიმ NBC News-ს განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი უზრუნველყოფს, ირანს არასდროს ჰქონდეს ბირთვული იარაღი.

„ირანის რეჟიმმა ათასობით საკუთარი მოქალაქე მოკლა, დახოცა ამერიკელები საზღვარგარეთ, განახორციელა ტერორისტული აქტები ჰორმუზის სრუტეში და განურჩეველი თავდასხმები მოაწყო რეგიონში, მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ. პრეზიდენტი მამაცურად უზრუნველყოფს, რომ ასეთ ბოროტ ქვეყანას არასდროს ჰქონდეს ბირთვული იარაღი, რაც მთელ მსოფლიოს უფრო უსაფრთხოსა და სტაბილურს გახდის“,- აღნიშნა კელიმ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები