სამხრეთ კორეის პრეზიდენტი - ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ჩრდილოეთ კორეელი ტყვეების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებით, კონფიდენციალურობის შესახებ შეთანხმება დაარღვია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონფიდენციალურობის შესახებ შეთანხმება დაარღვია, როდესაც გაასაჯაროვა, რომ უკრაინამ ჩრდილოეთ კორეელი ომის ტყვეები სამხრეთ კორეაში გაგზავნა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე მიუნგმა განაცხადა.

„არ ვიცი, რატომ დაარღვია უკრაინულმა მხარემ შეთანხმება და რატომ გაასაჯაროვა ეს საკითხი, თუმცა ეს ძალიან იმედგაცრუებას იწვევს. ჩრდილოეთ კორეელი ტყვეების სამხრეთ კორეაში ჩამოყვანის საკითხი უკიდურესად მგრძნობიარეა და მას შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს დიპლომატიაზე, უსაფრთხოებასა და კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ ვითარებაზე“, - განაცხადა ლიმ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინამ ცოტა ხნის წინ სამხრეთ კორეაში ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები გაგზავნა.

უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწემ, დმიტრო ლიტვინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინა ღია ქვეყანაა და ჯარისკაცების ფარულად გადაცემა უცნაური იქნებოდა.

„მთელი ამ ისტორიიდან - რომელიც ხანგრძლივი და დეტალურია - ჩვენ მხოლოდ თავად ფაქტი გავახმაურეთ: ის, რომ ისინი კორეის რესპუბლიკაში გაგზავნეს“, - აღნიშნა დმიტრო ლიტვინმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები