30 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი „ერთად ლიასთვის“ გაიმართება

30 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი „ერთად ლიასთვის“ გაიმართება.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიების მიზანია დრამატული სოპრანოს, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატის, აკადემიური ვოკალის პედაგოგისა და 20-ზე მეტი წლის სცენური გამოცდილების მქონე მომღერლის, თეონა შატბერაშვილის 8 წლის შვილის, ლიას, მკურნალობისა და რეაბილიტაციის გაგრძელებაში დახმარება.

„როგორც დედამ და მომღერალმა, გადავწყვიტე ჩემი ყველაზე ძლიერი იარაღი, ჩემი ხმა, ჩემი შვილის დასახმარებლად გამოვიყენო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ გაიგოს ლიას ისტორია, იცოდეს, რა მკურნალობა სჭირდება მას და როგორ შეუძლია სურვილის შემთხვევაში ჩვენს ოჯახს გვერდით დაუდგეს. თქვენი ერთი სიუჟეტი და ჩვენი ისტორიის გავრცელება შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გახდეს ლიასთვის,” - აღნიშნა თეონა შატბერაშვილმა.

საქველმოქმედო კონცერტ-მარათონში მონაწილეობას მიიღებენ საოპერო ვარსკვლავები, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, მსოფლიოში მოღვაწე მუსიკოსები, კონსერვატორიის სტუდენტები და სხვა პროფესიონალი ხელოვანები: თეონას მეგობრები და გულშემატკივრები.

ცნობისთვის, ლია სამშობიაროში გადატანილი ასფიქსიის შედეგად თავის ტვინის ტრავმით დაიბადა. წლების განმავლობაში ბავშვი სხვადასხვა თერაპიასა და რეაბილიტაციას გადიოდა, თუმცა სასურველი შედეგი ვერ დადგა. სწორედ ამიტომ დედამ გადაწყვიტა, ლია თურქეთში წაეყვანა, სადაც სპეციალისტებმა ჩაუტარეს დამატებითი კვლევები და დაუდგინეს თავის ტვინის ტრავმის დიაგნოზი. ექიმების რეკომენდაციით დაიწყო მისთვის ინდივიდუალურად შერჩეული 6-თვიანი მკურნალობის კურსი, რომელიც მოიცავდა გადასხმებსა და მედიკამენტურ მკურნალობას. მკურნალობის კურსის გაგრძელებისთვის ლიას კვლავ ესაჭიროება განმეორებითი კვლევები და ექიმების მიერ შემდგომი მკურნალობის განსაზღვრა. ეს ყველაფერი ოჯახისთვის ძალიან დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

იხილეთ ღონისძიების გვერდი FB-ზე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები