BTU-ში AI-ზე დაფუძნებული კარიერული მრჩეველი ამოქმედდა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის ახალი ციფრული კარიერული სერვისი - BTU AI Career Advisor დანერგა. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მრჩეველი მომხმარებლებს ეხმარება უკეთ გაიაზრონ საკუთარი პროფესიული ინტერესები, შეაფასონ არსებული უნარები, დაგეგმონ კარიერული ნაბიჯები და უფრო მიზნობრივად მოემზადონ დასაქმებისთვის.

სერვისის გამოყენება შესაძლებელია კარიერული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე - პროფესიული მიმართულების შერჩევიდან კონკრეტულ ვაკანსიაზე განაცხადისა და გასაუბრებისთვის მომზადებამდე. მომხმარებელს შეუძლია მიიღოს საკუთარ გამოცდილებასა და მიზნებზე მორგებული რეკომენდაციები, გააუმჯობესოს CV, სამოტივაციო წერილი და LinkedIn პროფილი, შეადაროს საკუთარი კომპეტენციები კონკრეტული პოზიციის მოთხოვნებს და განსაზღვროს, რა მიმართულებით სჭირდება დამატებითი განვითარება.

კარიერული მრჩეველი ასევე ეხმარება სტუდენტებს დაინახონ, როგორ შეიძლება დაუკავშირდეს მათი აკადემიური გამოცდილება სხვადასხვა პროფესიულ მიმართულებას, რომელი უნარებია მნიშვნელოვანი კონკრეტული როლებისთვის და რა პრაქტიკული ნაბიჯები შეიძლება გადადგან სასურველი კარიერული მიზნის მისაღწევად. ინსტრუმენტის გამოყენება შესაძლებელია ინტერვიუსთვის მოსამზადებლადაც - მათ შორის, შესაძლო კითხვების, პასუხების სტრუქტურისა და პროფესიული კომუნიკაციის გასაუმჯობესებელი რეკომენდაციების მისაღებად.

სერვისის ცოდნის ბაზა აერთიანებს BTU-ის კარიერული განვითარების რესურსებსა და საერთაშორისო და ადგილობრივ სანდო წყაროებს, რომლებიც მოიცავს შრომის ბაზრის ტენდენციებს, პროფესიებს, უნარებსა და დამსაქმებელთა მოთხოვნებს. ეს მიდგომა საშუალებას აძლევს მომხმარებელს მიიღოს არა მხოლოდ ზოგადი რჩევები, არამედ უფრო სტრუქტურირებული და პროფესიულ კონტექსტზე მორგებული ინფორმაცია.

ინსტრუმენტი ეფუძნება Human-Centered AI მიდგომას. ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება ინფორმაციის გაანალიზებისა და შესაძლო გზების ჩვენებისთვის, თუმცა არ იღებს გადაწყვეტილებას მომხმარებლის ნაცვლად და არ ანაცვლებს პროფესიულ კარიერულ კონსულტაციას. მნიშვნელოვანი კარიერული არჩევანი კვლავ თავად სტუდენტს ან კურსდამთავრებულს ეკუთვნის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კარიერული განვითარების ცენტრის წარმომადგენლის დამატებითი მხარდაჭერის მიღებაც.

ახალი სერვისი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აძლევს შესაძლებლობას, კარიერულ საკითხებზე მხარდაჭერა მიიღონ უფრო სწრაფად, მათ საჭიროებებზე მორგებული ფორმით და იმ ეტაპზე, როდესაც ეს მათ რეალურად სჭირდებათ - იქნება ეს კარიერული მიმართულების განსაზღვრა, პროფესიული პროფილის გაუმჯობესება, ახალი უნარების დაგეგმვა თუ სამუშაო შესაძლებლობისთვის მომზადება.

(R)

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები