რუსულმა ძალებმა კიევს და ოდესას დაარტყეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმის დროს დრონმა პეჩერსკის რაიონში მრავალსართულიან შენობას დაარტყა, რის შედეგადაც 14 წლის ბიჭი დაიღუპა და სულ მცირე შვიდი მცხოვრები დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსულმა ძალებმა დღეს დილით ოდესასაც დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი - დაშავდა.

ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის განცხადებით, ქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანება დაფიქსირდა.

თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმაც. მისი თქმით, რუსებმა დარტყმების მასშტაბური სერია განახორციელეს საცხოვრებელ უბნებსა და ფოსტის ოპერატორის ლოგისტიკურ ობიექტებზე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები