საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შეზღუდვა შეეხება 80 000-მდე აბონენტს. შეზღუდვის ზუსტი არეალის, წყლის ცისტერნების განთავსებისა და წყალმომარაგების აღდგენის ეტაპების შესახებ დეტალური ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” გაავრცელა.

„როგორც საზოგადოებას უკვე ვაცნობეთ, წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალურ მილში წყლის მიწოდება დღეს ღამით, 26 სექტემბერს, 03:00 საათზე შეწყდება. წყალმომარაგების შეზღუდვა 27 სექტემბრის 15:00 საათამდე, ჯამში 36 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

ცენტრალური მაგისტრალური სისტემის დაცლას რამდენიმე საათი დასჭირდება. სავარაუდოდ, დილის 07:00–08:00 საათისთვის შესაძლებელი გახდება მოქმედი მილის ახალ, უკვე მოწყობილ მილზე გადაერთების სამუშაოების დაწყება.

უშუალო სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე პარალელურად, დღის და ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში წარიმართება და, გეგმის მიხედვით, დაახლოებით 24 საათს გასტანს. გადაერთების დასრულებისთანავე დაიწყება სისტემის წყლით შევსება, რის შემდეგაც აბონენტებისთვის წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება.

გადაერთების აუცილებლობა უკავშირდება თბილისი–სენაკი–ლესელიძის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე, ახალი ხიდის მშენებლობას. ხიდის მშენებლობა მისასვლელი საავტომობილო გზების მოწყობის ეტაპზე გადადის.

ხიდთან მისასვლელი გზის სამშენებლო არეალში თბილისის წყალმომარაგების ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალური მილი გადის, რის გამოც აუცილებელი გახდა მისი გადატანა. ახალი მილი უკვე სრულად არის მოწყობილი და ახლა მოქმედი ცენტრალური მაგისტრალი სწორედ ამ მილზე უნდა გადაირთოს.

შეზღუდვა შეეხება 80 000-მდე აბონენტს. შეზღუდვის ზუსტი არეალის, წყლის ცისტერნების განთავსებისა და წყალმომარაგების აღდგენის ეტაპების შესახებ დეტალური ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” გაავრცელა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სამუშაოების მიმდინარეობას უწყვეტ მონიტორინგს გაუწევენ. ადგილზე მობილიზებული იქნება ყველა საჭირო ტექნიკური ჯგუფი, რათა სამუშაოები წინასწარ განსაზღვრულ ვადაში დასრულდეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საავტომობილო გზების დეპარტამენტი კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს თითოეულ აბონენტს შექმნილი დისკომფორტისთვის.

მოსახლეობას ვთხოვთ, შეზღუდვის დაწყებამდე უზრუნველყოს სასმელი წყლის აუცილებელი მარაგი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები