პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის  მცდელობა აღკვეთეს - სავარაუდო დანაშაულში მხილებულია ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახის წევრი, რომელიც დაწესებულებაში პაემანზე შედიოდა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე უსაფრთხოებისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებმა №17 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობა აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სავარაუდო დანაშაულში მხილებულია ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახის წევრი, რომელიც დაწესებულებაში პაემანზე შედიოდა.

„ფაქტთან დაკავშირებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სამართლებრივი რეაგირების მიზნით, შესაბამისი მასალები დაუყოვნებლივ გადასცა საგამოძიებო უწყებას.

სამსახური მოუწოდებს პენიტენციურ დაწესებულებებში შემსვლელ პირებს, თავი შეიკავონ აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების დაწესებულებაში შეტანის მცდელობისგან. პენიტენციური დაწესებულებები აღჭურვილია შესაბამისი უსაფრთხოების სისტემებითა და კონტროლის მექანიზმებით და მსგავსი უკანონო ფაქტების გამოვლენას მოჰყვება კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი რეაგირება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები