ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ პარტნიორებს ღიად აცნობა: ზამთრის მოახლოებასთან ერთად რუსეთი მხოლოდ გააძლიერებს ესკალაციას, თუ მასზე ზეწოლა არ მოხდება

ეს იყო აბსოლუტურად სასტიკი და ამაზრზენი თავდასხმა, რომელიც ყოველგვარ სამხედრო ლოგიკას მოკლებულია, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ კიევზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას.

“რუსებმა კიევში საცხოვრებელ კორპუსს დრონით დაარტყეს. საუბედუროდ, დაიღუპა 14 წლის ბიჭი. ვუსამძიმრებ ოჯახსა და ახლობლებს. დაშავდა შვიდი ადამიანი. ადგილზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, სამაშველო სამსახურები კი შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობას განაგრძობენ. ეს იყო აბსოლუტურად სასტიკი და ამაზრზენი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია”, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, დღის დასაწყისიდან თავდასხმა უკრაინის რვა რეგიონზე განხორციელდა. ოდესაში, საფოსტო ობიექტზე განხორციელებული დარტყმების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. ზაპოროჟიეში დარტყმა მიაყენეს სამედიცინო კლინიკას, სადაც იმ მომენტში ხალხი იმყოფებოდა. დაშავებულები არიან სუმისა და მიკოლაივის რეგიონებშიც.

“ბოლო დღეებში გამართულ შეხვედრებზე უკრაინამ პარტნიორებს ღიად აცნობა: ზამთრის მოახლოებასთან ერთად რუსეთი მხოლოდ გააძლიერებს ესკალაციას, თუ მასზე ზეწოლა არ მოხდება. იმისთვის, რომ დიპლომატიამ შედეგი გამოიღოს, აუცილებელია აშშ-ის სანქციების აღსრულება და ევროპული სანქციების გამკაცრება. ჩვენს პარტნიორებს აქვთ მშვიდობის დამყარების გასაღები - ძალის მეშვეობით. რუსებმა უნდა გაიგონ, რომ ისინი უბრალოდ ვერ დაელოდებიან ომის თავისით დასრულებას და რომ ომი უნდა დასრულდეს. მადლობა ყველას, ვინც ამას ხელს უწყობს”, - აცხადებს ზელენსკი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები