ლევან სამუშია - “ქართული ოცნება” განაგრძობს საქართველოს ძარცვა-გაღატაკებას! - აგვისტოს ჩათვლით 404 მილიონი ლარი ამოუღეს საქართველოს მოქალაქეებს ჯიბიდან ჯარიმებისა და საურავების სახით

“ქართული ოცნება” განაგრძობს საქართველოს ძარცვა-გაღატაკებას! ეს გამოსახულია კონკრეტულ რიცხვებში, კერძოდ, აგვისტოს თვის ჩათვლით 404 მილიონი ლარი ამოუღეს საქართველოს მოქალაქეებს ჯიბიდან ჯარიმებისა და საურავების სახით, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლევან სამუშიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მანამ, სანამ კორუფციაში იხარშება “ქართული ოცნება”, საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან, “საქართველო 22 737-მა ბავშვმა დატოვა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველო იცლება საქართველოს მოქალაქეებისგან, ვინაიდან აქ ცხოვრება გაუსაძლისია!”

"ქართული ოცნება" განაგრძობს საქართველოს ძარცვა-გაღატაკებას! ეს გამოსახულია კონკრეტულ რიცხვებში, კერძოდ, აგვისტოს თვის ჩათვლით 404 მილიონი ლარი ამოუღეს საქართველოს მოქალაქეებს ჯიბიდან ჯარიმებისა და საურავების სახით. ეს არის პარკირების ჯარიმები, როდესაც ქალაქში პარკირება მოუწესრიგებელია და გავლა შეუძლებელია, ავტობუსით და მეტროთი მგზავრობისას გამოწერილი ჯარიმები, ადამიანებს უბრალოდ უჭირთ არჩევანის გაკეთება - მედიკამენტი იყიდონ თუ საკვები. ავტომანქანების ჯარიმები, როდესაც სრულიად მოუწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურა. გახსნეს ავტობანი გრიგოლეთის მიმართულებით, რომელზეც ათობით მილიონია დახარჯული და დღეს ეს ავტობანი დაკეტილია. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ხელფასები თავიანთ თავებს ათასებით მოუმატეს - 12, 14, 16 ათასი ლარი აქვთ, პენსიონერებს კი მხოლოდ 20 ლარით გაუზარდეს პენსია. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ოქროს ზოდები და მილიონები ამოაქვთ თავიანთი სახლებიდან ერთმანეთთან დაპირისპირებულ კლანებს. კორუფციაში იხარშება თავიდან ბოლომდე “ქართული ოცნება”, ხოლო საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველო 22 737-მა ბავშვმა დატოვა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში - მშობლებმა სკოლებიდან გამოიყვანეს და ემიგრაციაში წაიყვანეს. საქართველო იცლება საქართველოს მოქალაქეებისგან, ვინაიდან აქ ცხოვრება გაუსაძლისია! ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი აღიარებს, რომ ჯარს ძარცვავდა, პრემიერ-მინისტრი და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ბრალდებულნი არიან ქრთამის აღებაზე. “ქართულ ოცნებას” რომ ჰკითხო, მშვიდობა და ეკონომიკური აღმავლობა მოვიტანეთო. რეალურად, ეს არის ის უბედურება, რაც “ქართულმა ოცნებამ” ჩვენს ქვეყანას მოუტანა”, - განაცხადა სამუშიამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები