რატი იონათამიშვილი - პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან იყო ისტორიული და საამაყო მომენტი ჩვენი ქვეყნის თითოეული პატრიოტისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან იყო ისტორიული და საამაყო მომენტი ჩვენი ქვეყნის თითოეული პატრიოტისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საამაყოა, როდესაც მსოფლიოს მთავარ პოლიტიკურ ტრიბუნაზე შენი ქვეყნის ხმა ღირსეულად ისმის.

“მსოფლიოს წინაშე მკაფიოდ გაჟღერდა საქართველოს სათქმელი - მშვიდობის, სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესებისა და ღირსების დაცვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გზავნილი, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია და საქართველოს არჩევანი ამ უმძიმესი გამოწვევის მშვიდობიანი გზით გადაჭრაა.

ამასთან, საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, განვითარებასა და ქვეყნის მზარდ როლზე საერთაშორისო ასპარეზზე საუბარი მნიშვნელოვანი გზავნილია საერთაშორისო ბიზნესისთვისაც და დამატებითი სტიმული საქართველოში მსხვილი საერთაშორისო ინვესტიციების მოსაზიდად.

საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ მას აქვს დიდი ისტორია, საკუთარი ხმა და უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. საამაყოა, როდესაც მსოფლიოს მთავარ პოლიტიკურ ტრიბუნაზე შენი ქვეყნის ხმა ღირსეულად ისმის,” - წერს იონათამიშვილი

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები