კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი ტიპური აგენტია, საკუთარ თავს არ ეკუთვნის, არც ქვეყანას და ხალხს - რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ერთ ადამიანს კი არ ვუსმენთ, ქართველ ხალხს ვუსმენთ, ვიმართებით ხალხის მიერ

სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს არ ეკუთვნის, არც ქვეყანას და საკუთარ ხალხს - რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ერთ ადამიანს კი არ ვუსმენთ, ქართველ ხალხს ვუსმენთ. ვიმართებით ხალხის მიერ,- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებაში“ პარანოია სუფევს.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი გარედან იმართება.

„სალომე ზურაბიშვილი არის ტიპური აგენტი. გარედან იმართება, იღებს კონკრეტულ დავალებებს, რა განცხადებები გააკეთოს. ის, საკუთარ თავს არ ეკუთვნის, არც ქვეყანას და საკუთარ ხალხს. ის იმართებოდა გარედან, როდესაც კონკრეტულ თანამდებობაზე იმყოფებოდა და დღესაც აგრძელებს ამ როლში ცხოვრებას.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ერთ ადამიანს კი არ ვუსმენთ, ქართველ ხალხს ვუსმენთ. ვიმართებით ხალხის მიერ. შეიძლება საუკეთესოები არ ვიყოთ, შეცდომები ჩვენც გვაქვს, შეუცდომელი არავინ არის, მაგრამ არ მივდივართ ქვეყნის წინააღმდეგ, არ ვაუბედურებთ ქართველ ხალხს, გამოვდივართ სამშობლოს ინტერესებიდან“,- აღნიშნა კალაძემ.

გარდა ამისა, კახა კალაძე გამოეხმაურა ნიკა გვარამიას განცხადებასაც, რომ საქართველოს გაერთიანების საკითხში ევროკავშირი უნდა ჩაერთოს.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს.

„გვარამიამ რამდენიმე კვირის წინ გააკეთა მსგავსი განცხადება, ჩვენი ტერიტორიების დაკარგვაზე. პარალელებს ავლებდა ყარაბაღთან და სომხეთთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენი დამოკიდებულება ასეთია - ჩვენი პოლიტიკით, ქმედებებით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევძლოთ აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, ეკონომიკური განვითარებით და გაძლიერებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები