კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე - როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, კატეგორიულად მიუღებელია - გაქვს საშუალება, გამოთქვა მოსაზრება თუნდაც სცენიდან, მაგრამ ეს უნდა იყოს წესიერების ფარგლებში

ამ ადამიანებს აქვთ მცდელობა, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდნენ. გაბრაზებულები არიან იმის გამო, რომ არ მოვისმინეთ მათი მუქარები და არ დავემორჩილეთ მათ მიერ გაჟღერებულ „მესიჯებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომელიც გორში, ქართველი მუსიკოსის ალექსანდრე კორძაიას (Kordz) კონცერტის გაუქმებას ეხებოდა.

მისი განმარტებით, მმართველი გუნდის მიერ გადადგმულ ნაბიჯებში ყოველთვის მთავარი პრიორიტეტია სამშობლო და ქვეყნის ინტერესების დაცვა.

„რეალურად ხომ ვიცით, რომ ამ ადამიანებს აქვთ მცდელობა, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდნენ. პირდაპირ ვთქვათ: გაბრაზებულები არიან იმის გამო, რომ არ მოვისმინეთ მათი მუქარები და არ დავემორჩილეთ მათ მიერ გაჟღერებულ „მესიჯებს“, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაგვეხსნა და მივერთებოდით სანქციებს. ჩვენი მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებში მთავარი პრიორიტეტი იყო სამშობლო და ქვეყნის ინტერესების დაცვა. ეს არ მოსწონთ და მთელი ამ ხნის განმავლობაში გრძელდება შეტევა ქართულ სახელმწიფოზე და ხელისუფლებაზე, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული. ეს სავარაუდოდ მომავალშიც გაგრძელდება, რაც სამწუხარო რეალობაა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე განმარტებით, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა განსხვავებული მოსაზრებების დაფიქსირება უნდა მოხდეს კორექტულად და არა შეურაცხყოფის ფარგლებში.

„საქართველოში გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დღეს ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება, მაგრამ, როგორც ამ უსამშობლო ადამიანების პატრონები გარედან გვეუბნებიან, რომ შეურაცხყოფით, ცილისწამებით, მუქარით და ფიზიკური გასწორებით ვიმოქმედოთ, ეს არ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ეს არის დანაშაული და ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, ეს კატეგორიულად მიუღებელია. გაქვს საშუალება, გამოთქვა მოსაზრება თუნდაც სცენიდან, მაგრამ ეს უნდა იყოს კორექტულობის, კანონისა და წესიერების ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დანიის კულტურის ინსტიტუტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, „კამარა ფესტივალი“ დაგეგმილი სახით ვერ ჩატარდება და, შესაბამისად, ის გადაიდო. მოგვიანებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელეს.

„30 წელია, ევროკავშირი მხარს უჭერს კულტურულ სფეროს საქართველოში – ეხმარება ქვეყანას უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში, ხელს უწყობს შემოქმედებით ინდუსტრიებს, საქართველოს ხელოვანებსა და კულტურულ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს მათ ევროპელ კოლეგებთან აკავშირებს. ევროკავშირს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მტკიცედ სჯერა,“ - ნათქვამი იყო განცხადებაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები