პროკურორი - დღეს დავკითხავთ მოწმეს, რომელიც საკმაოდ ახლო კავშირში იყო ელისო კილაძესთან - მისთვის ბევრი დეტალია ცნობილი, მათ შორის “ქოლ ცენტრის” საქმიანობაში კილაძის როლზე

პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ჟურნალისტ ელისო კილაძის საქმეზე სასამართლოში დღეს გამოიკითხება მოწმე, რომლისთვისაც კონკრეტულ “ქოლ ცენტრის” საქმიანობასა და მასთან მიმართებაში ელისო კილაძის როლზე ბევრი დეტალია ცნობილი. ამის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

რაც შეეხება, თუ ვინ არის ეს მოწმე, მარიამ ბერძენიშვილის განმარტებით, მოწმეთა სახელებსა და გვარებს მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ და ვერ აჟღერებს.

ამასთან, პროკურორის თქმით, ელისო კილაძის საქმეზე გრძელდება მტკიცებულებების გამოკვლევა. მისივე განცხადებით, ამ დროისთვის დაკითხულია არაერთი პირი, რომლებმაც სასამართლოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს, მათ შორის დეტალურად ისაუბრეს იმ “ქოლ ცენტრებზე”, რომელთა საქმიანობაში მონაწილეობაც ელისო კილაძეს ედება ბრალად.

“დღეს წარმოდგენილი იქნება მოწმე, რომელიც საკმაოდ ახლო კავშირში იყო ელისო კილაძესთან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მისთვის ბევრი დეტალია ცნობილი, მათ შორის “ქოლ ცენტრის” საქმიანობასთან დაკავშირებით და ელისო კილაძის როლზე”, - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, ჯამში, 10 პირია ბრალდებული. ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს.

ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი - სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები