რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ელა პამფილოვას განცხადებით, პარტია „ერთიანმა რუსეთმა“ სახელმწიფო დუმაში 349ადგილი მოიპოვა.
„ერთიანმა რუსეთმა“ 349 მანდატი მოიპოვა: 140 ფედერალური სიიდან და 209 ერთმანდატიანი ოლქებიდან“, - განაცხადა პამფილოვამ რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, რომელზეც სახელმწიფო დუმის არჩევნების შედეგებზე ისაუბრა.
მისი თქმით, კენჭისყრის შედეგების მიხედვით, სხვა პარტიებს შორის სახელმწიფო სათათბიროში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: “რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია” - 37 მანდატი, “რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია” - 23, “ახალი ხალხი - 19”, „სამართლიანი რუსეთი“ - 17, პარტია „როდინა“ - ერთი.
მისი თქმით, მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის 46 მონაწილე და ვეტერანი აირჩიეს.
„სახელმწიფო დუმის არჩევნებში პირველად ავირჩიეთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის 46 მონაწილე, მონაწილე ან ვეტერანი, რაც ადგილების საერთო რაოდენობის 10%-ზე მეტს შეადგენს“, - განაცხადა პამფილოვამ.