ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ქალებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ქალებმა აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.

აქციის მთავარი სათქმელი იყო: „ბიძინა ნუ გვიკლავ შვილებს“.

როგორც პარტიის მმართველობითი საბჭოს წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა, „ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა „ბარიგების" დიდ თავშესაფრად აქცია, რადგან თვითონ არის ამ ქვეყნის მთავარი „ბარიგა", რომელიც ნარკობიზნესს ხელს აფარებს და ახალგაზრდებს ყოველდღიურად გვიკლავს“.

„ეს შპრიცები არის ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სიმბოლო. ამ შპრიცებითა და ნარკოტიკებით ბიძინა ივანიშვილი ყოველდღე ათეულობით ახალგაზრდას გვიკლავს. ძალიან მცირე სტატისტიკა საქართველოს მოქალაქეებმა, რომ ნახონ მეტი სიცხადისთვის: 2026 წლის 20 მარტს ზედოზირებით 26 წლის ახალგაზრდა დაიღუპა, 30 აპრილს 23 წლის, 15 მაისს 4 ახალგაზრდა. მხოლოდ 2026 წლის ივნისს-ივლისში ზედოზირებით 10 ახალგაზრდა დაიღუპა. სექტემბერში ზედოზირებით 21 წლის 2 ახალგაზრდა დაიღუპა თბილისში, ხოლო ერთი კვირის წინ ნარკო კურიერად მუშაობის გამო 16-17 წლის წინ გოგოები დააკავეს. ეს არის რეალობა, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილმა. ნარკოტიკი არ არჩევს პოლიტიკურ კუთვნილებას, არ არჩევს „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრის შვილია თუ „ქართული ოცნების“, ის ჩვენს შვილებს ერთნაირად კლავს. ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა "ბარიგების" დიდ თავშესაფრად აქცია, რადგან თვითონ ამ ქვეყნის მთავარი „ბარიგაა", რომელიც ნარკობიზნესს ხელს აფარებს და ყოველდღიურად გვიკლავს ახალგაზრდებს, კლავს ქართულ გენოფონდს. ჩვენ დღეს აქ მოვედით; დედები, ქალები, ბებიები და დები, რომლებიც გამწარებულები არიან იმით, რომ მათი შვილები ამ ქვეყანაში უსაფრთხოდ თავს ვერ გრძნობენ. ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს შპრიცები, როგორც სიმბოლო მისი მმართველობის, ქართული გენოფონდის განადგურების, ქართველი ნარკოტიკებით დაწამლული გოგო-ბიჭების, არის ის რაც მას არასოდეს არ შერჩება. როდესაც გველაპარაკება მართლმადიდებლობასა და ქრისტიანობაზე უნდა იცოდეს, რომ თვითონ არის ამ ქვეყნის მთავარი „ბარიგა“, რომელიც ჩვენი შვილების მკვლელობით მილიონობით ლარს შოულობს მანამ, სანამ საკუთარ შვილებს ფუფუნებაში აცხოვრებს, ჩვენ გვიწამლავს ნარკოტიკებით შვილებს. ჩვენ დღეს ვეუბნებით ქვეყნის მთავარ „ბარიგას“ - ნუ გვიკლავ შვილებს!“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები