თბილისში, ორ მცირეწლოვან ბავშვს ეძებენ.
როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ბავშვები, N54 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან და მათ შორის ერთი, 6 წლის არის.
„დღეს ფალიაშვილის ქუჩიდან, სკოლიდან თანაკლასელთან ერთად დაიკარგა ბავშვი. გთხოვთ, თუ ვინმეს გეცნოთ ან ნახეთ, დარეკეთ ნომერზე 557 74 37 30" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტის შესახებ ინფორმირებულები არიან და ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება.
ფოტოს ახლობლები ავრცელებენ.
