შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი მცირეწლოვანი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, იპოვეს.
როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, სკოლის მოსწავლეები „კარგად არიან“.
ინფორმაციისთვის, სოციალურ ქსელში ბავშვების დაკარგვასთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. ისინი 54-ე სკოლის მოსწავლეები არიან, მათ შორის ერთ-ერთი 6 წლის.