ლევან ხაბეიშვილი - ნუღარ იღლებით პარტიების აკრძალვის თემით! ქვეყანა აკრძალეს! - წყალსაც წაუღია პარტიები და იუსტიციის ქაღალდი! მიუტანეთ „დახვეულ“ მდგომარეობაში კანცელარიაში და მორჩით ამ თემას! ეროვნული მოძრაობა არის გამარჯვების ფორმულა

ნუღარ იღლებით პარტიების აკრძალვის თემით! ქვეყანა აკრძალეს! - წყალსაც წაუღია პარტიები და იუსტიციის ქაღალდი! მიუტანეთ „დახვეულ“ მდგომარეობაში კანცელარიაში და მორჩით ამ თემას! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

მისივე თქმით, „ივანიშვილ-კობახიძეს არაფერი აქვთ სათქმელი ხალხთან! ამიტომ პროპაგანდის ამოცანაა, გამოგონილ, აბსოლუტურად უაზრო თემებზე იყოს დისკუსია“.

„თემებზე, სადაც ხალხი არ არის. აბსტრაქტულ, გამოგონილ სისულელეებს გვახვევენ თავს.

პროპაგანდის ტოპ 5 „საყვარელი“ თემა:

  1. რუსოფობია; 2. პარტიების აკრძალვა; 3. სექტანტები; 4. უცხო ძალა; 5. გერმანია-საფრანგეთის დემოკრატიის პრობლემები.

ეს არის „ტოპ 5“ თემა, რაზეც უნდათ ყოველდღიური დისკუსიები, გადაცემები…

რატომ?!

იმიტომ, რომ დრო გაჰყავთ, თვეებს, წლებს „აგორებენ“ და ამასობაში, რუსეთის გუბერნიად მიგვათრევენ.

ახლა კი ტოპ საკითხები, რაზეც არავითარ შემთხვევაში არ სურთ დისკუსია! არ სურთ გადაცემები ამ საკითხებზე: 1. საწვავი გახდა 4 ლარი! 2. მკვლელობები ყოველდღიურად! 3. მკვლელი ნარკოტიკები! 4. მძარცველი საბანკო ოლიგარქია და დაყაჩაღებული ხალხი კანონის სახელით! 5. გაძვირებული ზეთი, შაქარი, წიწიბურა, კარაქი და ა.შ. 6. დაბალი ხელფასები - 400-600-800 ლარი; 7. უმუშევრობა; 8. გაზრდილი კომუნალურები - ივანიშვილის კრიპტოების გამო; 9. გაზრდილი ჯარიმები! წელს უკვე 178 მილიონი ლარი ამოიღეს ხალხის ჯიბიდან; 10. დანგრეული სკოლები და ბაღები; 11. მოწამლული ბავშვები; 12. ფარცხალაძის თანაგუნდელობაზე პასუხისმგებლობის აღება; 13. დანგრეული კულტურული მემკვიდრეობები, ნგრევის პირას მიყვანილი ტაძრები; 14. 30-50-70 თეთრი ყურძენი და შეურაცხყოფილი კახელები.

ეს არის თემები, რაზეც კატეგორიულად არ უნდათ საუბარი! გადაცემები!

რას აკეთებს „აქეთა“, ანუ ჩვენი მხარე?! 95% საუბრობს მათ „საყვარელ“ თემებზე! 5% - ხალხის რეალურ საჭიროებაზე.

მათ „ტოპ 5“ თემაზე აბსოლუტური იგნორია საჭირო! ნუღარ განიხილავთ მათ, რა უნდათ, ან რა თქვეს! ჩვენ გავაკეთოთ, ჩვენ შევქმნათ დღის წესრიგი! ნუღარ იღლებით პარტიების აკრძალვის თემით! ქვეყანა აკრძალეს!

წყალსაც წაუღია პარტიები და იუსტიციის ქაღალდი! მიუტანეთ „დახვეულ“ მდგომარეობაში კანცელარიაში და მორჩით ამ თემას!

ყველა მინუს ივანიშვილი!

ეროვნული მოძრაობა და სახალხო დღის წესრიგი არის გამარჯვების ფორმულა”, - წერს ხაბეიშვილი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები