საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ღვაწლმოსილ თანამშრომლებს სტუ-ის ოქროს მედლები და საპატიო დიპლომები გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, მეცნიერების განვითარებასა და ახალი თაობების აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის უნივერსიტეტის თანამშრომლებს საპატიო ჯილდოები გადასცა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, სტუ-ის ოქროს მედლები გადაეცათ სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორ იოსებ კირცხალიას და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს, ხოლო საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორი ნოდარ მაჭავარიანი და ამავე ფაკულტეტის შახტი-ლაბორატორიის უფროსი მექანიკოსი მერაბ მაისურაძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტის განვითარებაში ფასდაუდებელია იმ მკვლევართა და პედაგოგთა ღვაწლი, რომლებიც წლების განმავლობაში დიდი სიყვარულითა და თავდადებით ემსახურებიან მეცნიერებას, განათლებასა და მომავალი თაობების აღზრდას. დავით გურგენიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნივერსიტეტისთვის დიდი პატივია მათი ამაგის დაფასება.

„დღეს ჩვენ დავაჯილდოვეთ ადამიანები, რომლებმაც უნივერსიტეტს მრავალი წელი, ფუნდამენტური ცოდნა და გამოცდილება მიუძღვნეს. თითოეული მათგანის მიღმა თაობების აღზრდისთვის გაწეული დაუღალავი შრომა, ასევე, საინჟინრო დარგებისა და უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილია. ისინი ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიას ქმნიან. მათი ღვაწლი, გამოცდილება და სტუდენტებთან ურთიერთობა წლების განმავლობაში აყალიბებდა იმ გარემოს, რომლითაც დღეს ასე ვამაყობთ. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მადლობა მათ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ამ საპატიო ჯილდოებითაც გადავუხადოთ“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, 2022 წლის 19 მაისს დაწესებული ჯილდო – სტუ-ის „ოქროს მედალი” – რექტორის წარდგინების საფუძველზე და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის გაიცემა. აღნიშნული ჯილდო, დაარსებიდან დღემდე, 80-ზე მეტ მეცნიერ-მკვლევარს გადაეცა, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები