უკრაინამ რუსეთის კიდევ ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ვპასუხობთ სიცოცხლის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკ დარტყმებს. წინა ღამეს, ჩვენი შორი მანძილის სანქციების მეშვეობით, ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაიბომბა - პერმსა და ნოვოშახტინსკში. ასევე, დარტყმები იყო თავდაცვის სექტორის “ისკრას” ქარხანაზე ულიანოვსკში, და ოკუპანტებს ახლა როსტოვის ოლქში ორი რადარული სადგურით ნაკლები აქვთ. მადლობას ვუხდი ჩვენს მეომრებსა და ყველა ჩართულ ქვედანაყოფს მათი სიზუსტისთვისა და რუსეთის მიერ მკვლელობების განხორციელების შესაძლებლობების სისტემური შეზღუდვისთვის. დიდება უკრაინას!” , - წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, როსტოვის ოლქის გუბერნატორმა, იური სლუსარმა განაცხადა, რომ უკრაინული დარტყმების შემდეგ ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ “დროებით შეაჩერა” მუშაობა.