პროკურორი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ იყო ინფორმირებული, ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვის ფაქტზე, რაც მოწმის ჩვენებით დასტურდება, ასევე, არ იყო ინფორმირებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ იყო ინფორმირებული, სოფიელ ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვის ფაქტთან დაკავშირებით, ეს მოწმის ჩვენებით დასტურდება - ასევე, არ იყო ინფორმირებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია , - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას საქმის პროკურორმა, თამარ იაკობიძემ ე.წ. ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც თამარ იაკობიძემ განაცხადა, მოწმემ დაადასტურა, რომ ის პირველწყარო იყო, რომელმაც საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეიტყო და შემდგომ მიაწოდა ხელმძღვანელობას.

„სასამართლო პროცესზე გამოიკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი, რომელმაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს.

შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ იყო ინფორმირებული, სოფიელ ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვის ფაქტთან დაკავშირებით. ეს მოწმის ჩვენებით დასტურდება. ასევე, არ იყო ინფორმირებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მოწმემ გამორიცხა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებული ყოფილიყო.

მოწმემ დაადასტურა, რომ ის პირველწყარო იყო, რომელმაც საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეიტყო და შემდგომ მიაწოდა ხელმძღვანელობას ინფორმაცია“, - განაცხადა თამარ იაკობიძემ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი და სადაც ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები