ვატო შაქარაშვილი - იყო კლასიკური სცენარი, რომელიც ემსახურებოდა საქართველოს კონფლიქტში გახვევას, რასაც გახარიამ ვერ მიაღწია, მაგრამ დააკარგვინა ქვეყანას ტერიტორიები - გახარიამ და მთლიანად მისმა პარტიამ პასუხი უნდა აგოს

ეს იყო კლასიკური სცენარი, რომელიც ემსახურებოდა საქართველოს კონფლიქტში გახვევას. გახარიამ ამ მიზანს ვერ მიაღწია, მაგრამ დააკარგვინა ჩვენს ქვეყანას ტერიტორიები და უმძიმესი გახადა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება, - ამის შესახებ “ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვატო შაქარაშვილმა განაცხადა, რომელიც ე.წ. ჩორჩანას საქმეზე პროკურატურის მოწმედ გამოიკითხა.

შაქარაშვილის მტკიცებით, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსებით დაზიანდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, რისთვისაც „ბატონმა გახარიამ და მთლიანმა მისმა პარტიამ უნდა აგოს პასუხი“.

„დაცვის მხარე იცავდა ლიდერს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული ჩვენი ქვეყნის წინაშე და მიიღო მონაწილეობა იმ კლასიკურ სცენარში, რომელიც ემსახურებოდა საქართველოს კონფლიქტში ჩათრევას. საბოლოო მიზანს ვერ მიაღწია ამ სცენარმა, მაგრამ მოხდა ის, რომ დაიკარგა დამატებით ტერიტორიები, ჩადგა საოკუპაციო ძალების საგუშაგოები. ადამიანების ცხოვრება, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობენ ისედაც ურთულეს პირობებში, კიდევ უფრო გაუარესდა. შეიქმნა ჰუმანიტარული კრიზისი და დაზიანდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, რისთვისაც ბატონმა გახარიამ და მთლიანმა მისმა პარტიამ უნდა აგოს პასუხი.

ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმე საკუთარი თავის წინააღმდეგ არის გიორგი გახარია მისი ჩადენილი ქმედებებით. მათ შორის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ორსაათ-ნახევარი მიმდინარეობდა გამოკითხვა, გიორგი გახარიამ ისევე, როგორც დღეს სასამართლოზე მისი დაცვის მხარემ, ვერ წარმოადგინა თუნდაც ვერცერთი კითხვა, რომელიც გააქარწყლებდა იმ ვარაუდს, რომელსაც მე გამოვთქვამ საგამოძიებო უწყებების და სასამართლოს წინაშე”, - განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები