აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახური (FBI) საქართველოდან ტერორიზმში ბრალდებული პირის ექსტრადირებას ეხმაურება

FBI-ს ნიუ-იორკის განყოფილება, სოციალურ ქსელ X-ში საქართველოდან ექსტრადირებული პირის ფოტოებს აქვეყნებს და ათწლიანი ძებნის შემდეგ, მისი მართლმსაჯულების წინაშე წარდგომის ფაქტს ეხმაურება.

ინფორმაციის თანახმად, დავუდ ანსარის (Davud Ansariy), რომელიც უზბეკეთის მოქალაქე და აშშ-ის ნატურალიზებული მოქალაქეა, დღეს ბრუკლინის ფედერალურ სასამართლოში წაუყენებენ ბრალს.

მას „ისლამური სახელმწიფოსა“ (ISIS) და „ალ-ნუსრას ფრონტისთვის“ (ANF) მატერიალური დახმარების გაწევასა და ამავე მიზნით შეთქმულების მოწყობაში ედავებიან.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ანსარის ექსტრადიცია ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქში საქართველოდან 2026 წლის 23 სექტემბერს განხორციელდა, სადაც ის 2026 წლის აგვისტოში დააკავეს.

დავუდ ანსარი აშშ-დან 2016 წელს, თურქეთის მიმართულებით გაიქცა და მას შემდეგ იძებნება. საქართველოს პროკურატურისა და აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლობის ფარგლებში, პროკურატურამ პირი საქართველოს ტერიტორიაზე დააკავა და შესაბამისი პროცედურების დაცვით, ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დღეს საქართველოს პროკურატურას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, თანამშროლობისა და ძებნილის დაკავებისთვის მადლობა გადაუხადა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები