აზერბაიჯანის საგარეო უწყება  აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

განცხადებაში აღინიშნება, რომ საქართველოს საპატრიარქოს ბოლოდროინდელი განცხადებები ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, ეწინააღმდეგება მეგობრობის, პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების სულისკვეთებას, რომელიც არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის.

„აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული და ისტორიული ტოპონიმების სხვა სახელწოდებებით მოხსენიება მიუღებელია.

აზერბაიჯანი ყოველთვის პატივს სცემდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამავდროულად, საქართველოს მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი პატივისცემის დემონსტრირება ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.

სწორედ ამიტომ გაუგებარია საქართველოს საპატრიარქოს მიდგომა, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებულ ტერიტორიულ პრეტენზიებს გულისხმობს.

მნიშვნელოვანია, რომ რელიგიურმა ინსტიტუტებმა თავი შეიკავონ მიდგომებისგან, რომლებსაც შეუძლიათ ძირი გამოუთხარონ მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ისტორიულ კავშირებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის განვითარდა.

ამ მხრივ, სომხური ეკლესიის ცნობილი მიდგომების გამეორება ან მისი გზის გაყოლა არ არის რეკომენდებული.

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ყველა ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი აზერბაიჯანელი ხალხისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოს ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს,” - ნათქვამია განცხადებაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები