„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერები, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრას მართავენ

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერები, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრას მართავენ.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, პარტიის ლიდერები მოსახლეობისგან „იმ პრობლემების შესახებ ისმენენ, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან, წლების განმავლობაში, უგულებელყოფილია“.

მათი თქმით, ადგილობრივებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სასმელი წყალი და გზის გაუმართაობაა. მოსახლეობის მთავარ გამოწვევად რჩება უმუშევრობა და ის ფაქტი, რომ სოფელში ახალგაზრდებისთვის დარჩენისა და ცხოვრების გაგრძელებისთვის საჭირო პირობები არ არსებობს.

„ადგილობრივების თქმით, ყოველწლიურად ათობით სახლი იკეტება და სოფელი თანდათან იცლება. ადგილობრივები ხელისუფლების მიმართ კრიტიკას არ მალავენ და ამბობენ, რომ მდგომარეობის გაუმჯობესების იმედი აღარ აქვთ“,- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ძლიერი საქართველოს - ლელოს“ ინფორმაციით, მოსახლეობა განსაკუთრებით მწვავედ სოფლის დაცლის პრობლემაზე საუბრობენ.

"თერჯოლა არის ხუთი კაცის. ყველა ტენდერი, ყველა პროექტი, რაც ამ ქალაქში კეთდება, სწორედ ამ ხუთი ადამიანისაა. მიტოვებულია მოსახლეობა უსამართლობისა და უკანონობის წინაშე" - განაცხადა "ძლიერი საქართველო - ლელოს" გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები