ტარიელ კაკაბაძე - ნამდვილად არ გამიკვირდება, თუ გურამ დადიანიძის საქმეში სისტემურ დანაშაულთან გვექნება საქმე - დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ საქმე გადმოეცეს თბილისს

ნამდვილად არ გამიკვირდება, თუ აქ ძალიან დიდ სისტემურ დანაშაულთან გვექნება საქმე, - ამის შესახებ 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ტარიელ კაკაბაძის თქმით, არის შეკითხვა, თუ რატომ არ ჩატარდა აქამდე ეფექტური გამოძიება, თუკი საქმეში ვინმეს ინტერესი არ არის.

„მაშინ, როდესაც აშკარა იყო, რომ გამოძიება უნდა დაწყებულიყო და დაიწყო დაგვიანებით, სამი წლის შემდეგ, ისმის შეკითხვა, თუ ვინმეს ინტერესი არ იყო ამ საქმეში, რატომ არ დაიწყეს თავის დროზე გამოძიება. ასევე, ისმის შეკითხვა, სამი წლის მერე რომ დაიწყეს გამოძიება, თუ ვინმეს ინტერესი არ იყო საქმეში, ეფექტური გამოძიება რატომ არ ჩაატარეს. ნამდვილად არ გამიკვირდება, თუ აქ ძალიან დიდ სისტემურ დანაშაულთან გვექნება საქმე მაშინ, როდესაც ამ საქმის გამოძიება მოხდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გავაკეთებ ყველაფერს, რომ საგამოძიებო ორგანო არ გაჩერდეს და წლებიც რომ დასჭირდეს, ეს საქმე გამოიძიონ. გაუგებარია, როგორ არ ჩატარდა სამი წლის შემდეგ მაინც მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები. ახლა, როდესაც ჩვენ ჩავერთეთ და მოვითხოვეთ ძალიან კრიტიკულად საქმის გამოძიება, ახლა მოიძიეს გურამ დადიანიძის კომპიუტერი, ახლა დაინიშნა სხვადასხვა ექსპერტიზები, ახლა მოხდა რაღაც ტექნიკის ამოღება და ა.შ. 12 წლის განმავლობაში ეს ყველაფერი რატომ არ მოხდა, თუ ვინმე იძიებდა ამ ყველაფერს?“, - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

ტარიელ კაკაბაძის თქმით, ადვოკატებმა დააყენეს ოფიციალური შუამდგომლობა, რომ დუშეთის ნაცვლად საქმის გამოძიება გაგრძელდეს თბილისში.

„მადლობა მინდა, გადავუხადო იმისთვის, რაც გააკეთეს ბოლო ორი თვის განმავლობაში, მაგრამ მე მაქვს კვლავ მათთან პრეტენზიები. ჩემი გუნდი ბოლო დღეების განმავლობაში მათთან აფიქსირებს პრეტენზიებს. მეტსაც გეტყვით, ამას პირველად ვამბობ, ჩვენ განცხადებაც კი გვაქვს დაწერილი, შუამდგომლობაც კი გვაქვს დაყენებული, რომ გამოძიება გაგრძელდეს თბილისში. დუშეთში მიმდინარეობს ახლა გამოძიება და გამოძიება უნდა გაგრძელდეს თბილისში, უფრო მეტი რესურსები უნდა იქნას გამოყენებული. დავაყენეთ ოფიციალური შუამდგომლობა, რომ საქმე გადმოეცეს თბილისს“, - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს. გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ჩაერთო.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები