"ერთა ლიგის" ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებსა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის მატჩი ირლანდიის სასარგებლოდ 1-0 დასრულდა. გამარჯვების გოლი ირლანდიელებმა თამაშის მიწურულს გაიტანეს.
მატჩი "დინამო არენაზე" მიმდინარეობდა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "ერთა ლიგაზე" მომდევნო შეხვედრას 28 სექტემბერს უკრაინასთან გამართავს, 2 ოქტომბერს კი უნგრეთთან.