მედია - გერმანელი გამომძიებლები მიუნხენში თავდაცვითი კომპანიების მახლობლად გაჩენილ ხანძარს რუსეთის დაზვერვას უკავშირებენ

გერმანელი გამომძიებლები მიუნხენში თავდაცვით კომპანიების მახლობლად გაჩენილ ხანძარს რუსეთის დაზვერვას უკავშირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-ი ავრცელებს.

კერძოდ, გერმანელი გამომძიებლები რუსეთის დაზვერვას უკავშირებენ ხანძარს, რომელიც სექტემბრის დასაწყისში მიუნხენში თავდაცვითი კომპანიების შტაბ-ბინების მახლობლად გაჩნდა. აღნიშნულ საქმეზე ბულგარეთის ორი მოქალაქეა დაკავებული.

ცნობისთვის, 3 სექტემბერს ღამე მიუნხენში მოძრავი მანქანიდან სამშენებლო ობიექტზე ორი ცეცხლგამჩენი მოწყობილობა გადააგდეს. აღნიშნული ობიექტი ტექნოლოგიური და თავდაცვითი კომპანიების Rohde & Schwarz-ისა და Helsing-ის შტაბ-ბინების გვერდით მდებარეობს. კომპანია Helsing-ი დრონებს აწარმოებს და მათ უკრაინელ სამხედროებს აწვდის.

გაჩენილი ხანძარი მალევე ჩააქრეს, ხოლო მეორე ცეცხლგამჩენი მოწყობილობა გაანეიტრალეს. საქმეზე ბულგარეთის ორი მოქალაქე დააკავეს - ქალი და მამაკაცი. წყაროების ინფორმაციით, ისინი შესაძლოა რუსეთის დაზვერვის ჯგუფში შედიოდნენ, რომელიც სლოვაკეთში მოქმედებს.

გერმანელ გამომძიებლებს მიაჩნიათ, რომ ლაიფციგის აეროპორტში დრონების თავდასხმისა და მიუნხენში ხანძრის უკან ერთი და იგივე ორგანიზატორი დგას - რუსეთის სამხედრო დაზვერვა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები