უკრაინის პრეზიდენტის ოფისი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩასვლა სთხოვა, - ამის შესახებ კომუნიკაციების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, დმიტრი ლიტვინმა განაცხადა.
„ეს მცდარი ინფორმაციაა“, - განუცხადა ლიტვინმა ადგილობრივ მედიას.
შეგახსენებთ, გამოცემა Bloomberg-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ 22 სექტემბერს ნიუ-იორკში შეხვედრის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვში ჩასვლა სთხოვა, რათა ომის დასრულებაზე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიეღო.
გამოცემის ცნობით, ზელენსკიმ დონალდ ტრამპის წინადადება უარყო.