ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანთან, ჯასემ მოჰამედ ალ-ბუდაივთან შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
„ყურადღება გამახვილდა ყურის ქვეყნებთან საქართველოს მზარდ ურთიერთობებზე და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა GCC-ის გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტით მოიწვია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.