ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრ ვუჩიჩს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.
კრემლის ინფორმაციით, რუსეთისა და სერბეთის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრ ვუჩიჩს შორის სატელეფონო საუბარი სერბული მხარის ინიციატივით გაიმართა.
ასევე, კრემლის ცნობით, პუტინმა და ვუჩიჩმა საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, მათ შორის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით არსებული ვითარება განიხილეს.
„განხილული იქნა რუსეთ-სერბეთის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების სხვადასხვა ასპექტი, მათ შორის ენერგეტიკის, ნავთობის, გაზის, ტრანსპორტისა და ჯანდაცვის სფეროებში“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.