ლიბერალები ჰქვიათ „ალდეს“ პარტიის წარმომადგენლებს და ხედავთ, რომ მთავარი ანტილიბერალები, ამ სიტყვის სათანადო გაგებით, სწორედ ისინი არიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის შეფასებით, მათ არავითარი პრინციპები არ აქვთ.
„ლიბერალები ჰქვიათ „ალდეს“ პარტიის წარმომადგენლებს და ხედავთ, რომ მთავარი ანტილიბერალები, ამ სიტყვის სათანადო გაგებით, სწორედ ისინი არიან. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ისინი არც ალეკო ელისაშვილის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ აქტს გაემიჯნნენ და ზოგადად, არიან ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზაციის მხარდამჭერები. ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი, რასაც საზოგადოება კარგად ხედავს და სათანადოდ აფასებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციისთვის, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ თანაგუნდელებთან ერთად გონიოში გამართულ ბრიფინგზე „არაბიზაციის საფრთხეზე" ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, იმ პირობებში, როდესაც საქართველო საქართველოს მოქალაქეებისგან იცლება, „ორი არაბული ანკლავის გაჩენა ორ მთავარ დიდ ქალაქში, ბათუმსა და თბილისში, არის დანაშაული საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკის წინააღმდეგ".