გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი 2022 წლის შემდეგ პირველად შეხვდა ლავროვს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Die Zeit ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა შეხვედრა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართეს.
გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრა 15 წუთს გაგრძელდა.
შეხვედრა გაეროს შენობის რუსეთის მხარეს მდებარე საკონფერენციო დარბაზში გაიმართა და საუბრის დეტალები ამ მომენტისთვის უცნობია.
რუსეთის საგრეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქმით, შეხვედრა გერმანულმა მხარემ დააინიცირა.