გერმანია კვლავ მტკიცედ და ურყევად დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის საელჩოს განცხადებაში,რომელიც სოხუმის დაცემის დღეს ეხმაურება.
როგორც საელჩო აღნიშნავს, დაე, ამ დღის ხსოვნამ კიდევ უფრო გაგვაძლიეროს, რათა დაუღალავად ვიმუშაოთ დიალოგისთვის, მდგრადი მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის, რომელშიც შერიგება შესაძლებელი გახდება.
“დღე, რომელიც თაობებს აერთიანებს. არსებობს თარიღები, რომლებიც მთელი ქვეყნის მეხსიერებაში ღრმად იბეჭდება. 27 სექტემბერი საქართველოსთვის ასეთი დღეა.
სოხუმის დაცემიდან 33 წლის შემდეგაც დაკარგული სამშობლოს, დანგრეული ცხოვრების და საყვარელი ადამიანების დაკარგვის ტკივილი კვლავ იგრძნობა მრავალ ოჯახში - მათ შორის იმ თაობაშიც, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული. დღეს ჩვენ ვიზიარებთ ქართველი ხალხის ტკივილსა და მწუხარებას. გერმანია კვლავ მტკიცედ და ურყევად დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დაე, ამ დღის ხსოვნამ კიდევ უფრო გაგვაძლიეროს, რათა დაუღალავად ვიმუშაოთ დიალოგისთვის, მდგრადი მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის, რომელშიც შერიგება შესაძლებელი გახდება”, - აღნიშნულია განცხადებაში.