33 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოხუმის ოკუპაცია და დაცემა მოხდა. თუმცა საქართველო არ დაცემულა - ის აგრძელებს ბრძოლას და ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით სოხუმსა და ცხინვალში , - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს გმირთა მემორიალთან განუცხადა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ დავბრუნდეთ სოხუმსა და აფხაზეთში საჭიროა ძლიერი ქართული სახელმწიფო, ძლიერი პარტნიორები და ძლიერი ბუნებრივი მოკავშირეები.
“33 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოხუმის ოკუპაცია და დაცემა მოხდა, თუმცა საქართველო არ დაცემულა - ის აგრძელებს ბრძოლას და ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით სოხუმსა და ცხინვალში. რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა ძლიერი ქართული სახელმწიფო, ძლიერი პარტნიორები და ძლიერი ბუნებრივი მოკავშირეები და არა იზოლირებული ან სანქცირებული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯარს კი არ ვძარცვავდეთ, არამედ, პირიქით - ვაძლიერებდეთ ქართულ ჯარსა და ეკონომიკას. სწორედ ეს არის ის გეოპოლიტიკური მომენტი, როდესაც ძლიერი მოკავშირეების პირობებში ნამდვილად დავბრუნდებით სოხუმსა და ცხინვალში. ეს იმაზე მალე მოხდება, ვიდრე საქართველოს მტრებს წარმოუდგენიათ. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება ბოდიშის მოხდით”, - განაცხადა ფავლენიშვილმა.