შალვა პაპუაშვილი - ჩვენ საქართველოს განადგურების კალაპოტიდან ჩვენი ქვეყანა მშვიდობის კალაპოტში გავიყვანეთ

სოხუმის დაცემის დღეს ვიხსენებთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპნენ, ვიხსენებთ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც შეეწირა აფხაზეთის ომს, ვიხსენებთ იმ სისასტიკეს, რომელიც მაშინ ქართველმა ხალხმა და ჩვენმა ქვეყანამ განიცადა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს გმირთა მემორიალთან განუცხადა.

მისის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს განადგურების კალაპოტიდან მშვიდობის კალაპოტში გადაიყვანა და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, იმას რომ ხალხი და ხელისუფლება ბოლო 14 წელია უწყვეტად ინარჩუნებს მას.

„სოხუმის დაცემის დღეს ვიხსენებთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპნენ, ვიხსენებთ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც შეეწირა აფხაზეთის ომს, ვიხსენებთ იმ სისასტიკეს, რომელიც მაშინ ქართველმა ხალხმა და ჩვენმა ქვეყანამ განიცადა. ამ დღეს ჩვენ ასევე ვიხსენებთ იმ ომებისა და დაპირისპირებების წიაღს, რომელშიც საქართველომ 90-იან წლებში შევიდა და რომელმაც წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების განვითარება შეაფერხა.

რა თქმა უნდა, ამ გადმოსახედიდან კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ მშვიდობის მიზანი და მნიშვნელობა, ის რომ ჩვენ 90-იან და 2000-იან წლებში ამდენი ომები და დაპირისპირება გადავიტანეთ, ჩვენი ქვეყანა ათეულობით წლით უკან დახია თავისი განვითარების გზაზე და ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ ხალხი და ხელისუფლება ბოლო 14 წელია ინარჩუნებს უწყვეტ მშვიდობას.

საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ოთხი ხელისუფლებიდან სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც შეძლო საქართველოში უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება. ეს ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე ასევე გვაფიქრებს იმაზე, რომ ეს არ არის რაღაც ბუნებრივი მოცემულობა. საკმარისია გავიხედოთ ჩვენს გარშემო და მივხვდებით, რომ არა ხელისუფლების სწორი პოლიტიკა და ქართული საზოგადოების მხარდაჭერა, შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ საქართველოს განადგურების კალაპოტიდან მშვიდობის კალაპოტში გავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში