ირაკლი კირცხალია - გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ ჩვენ მხოლოდ მშვიდობით, პრაგმატული პოლიტიკით და ურთიერთშერიგებით დავუბრუნდეთ ერთმანეთს - ჩვენ, ჩვენი აფხაზი, ოსი დები და ძმები

პირველ რიგში, ქედს ვიხრით დაღუპული გმირების წინაშე - რაც შეეხება იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნების“ გუნდი - პირველ რიგში, ამ გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ ჩვენ მხოლოდ მშვიდობით, იმ პრაგმატული პოლიტიკით და ურთიერთშერიგებით დავუბრუნდეთ ერთმანეთს - ჩვენ, ჩვენი აფხაზი და ოსი დები და ძმები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გმირთა მემორიალთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა და სურვილია, რომ მოხდეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით.

“27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. პირველ რიგში, ქედს ვხრით დაღუპული გმირების წინაშე. რაც შეეხება იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნების“ გუნდი - პირველ რიგში, ამ გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ ჩვენ მხოლოდ მშვიდობით, იმ პრაგმატული პოლიტიკით და ურთიერთშერიგებით დავუბრუნდეთ ერთმანეთს - ჩვენ, ჩვენი აფხაზი და ოსი დები და ძმები. საქართველომ გამოიარა ძალიან მძიმე წლები. საქართველომ თავის უახლეს ისტორიაში გაიგო, რა არის ომის ფასი. კიდევ ერთხელ, ასევე ამ გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ მსგავსი ტრაგედია საქართველოში არასდროს განმეორდეს. სწორედ ამისთვის, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა და სურვილია, რომ მოხდეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით. რა თქმა უნდა, ამისთვის ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს”, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში